- 14-16 ივლისს, ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის მესამე საერთაშორისო ფესტივალი – “კოლხი და…” გაიმართება. ფესტივალი, წელს უკვე მესამედ ტარდება.
ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ქართული ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება თანამედროვე, ტრადიციული რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა.