- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ახალი ააიპ-ის დაფუძნებას გეგმავს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე, ხვალ, საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატები იმსჯელებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემენ თანხმობას მერიას მის დაფუძნებაზე.
სავარაუდოდ, სახელოვნებო სკოლების გაერთიანებაში შევლენ ზუგდიდში არსებული სამუსიკო სკოლები, საგუნდო-სამუსიკო სკოლა და სამხატვრო სკოლა.
რამდენიმე წლის წინ, ეს სკოლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შეუერთდა და მის სახელწოდებაშიც ცვლილება შევიდა. საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე, სანამ დეპუტატები თანხმობას მისცემენ “სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დაფუძნებას”, მანამ, განიხილავენ საკითხს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის რეორგანიზაციის შესახებ.
ინფორმაციას, საკრებულოს ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგის შესახებ, მედიისთვის ავრცელებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს პიარსამსახური. ინფორმაცია იწყება ხასგასმიტ, რომ საკრებულოს მორიგი სხდომა გუბერნიის შენობის მეოთხე სართულზე რეკომენდაციების გათვალისწინებით გაიმართება.