- ზუგდიდში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მე-14 საბავშვო ბაღი გაქურდეს.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში “ზუგდიდელებს” უთხრეს, რომ ფაქტი დილით მოხდა. “მე-14 საბავშვო ბაღიდან წაღებულია ორი ტელევიზორი და ერთი მუსიკალური ცენტრი. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და სისხლის სამართლის საქმე აღძრულია”.
თავისუფლების ქუჩაზე მდებარე შენობაში ორი ბაღი #14 და #15 საბავშო ბაღები ფუნქციონირებს.