ზუგდიდში რეაბილიტირებული ჭადრაკის სკოლა გაიხსნა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საჭადრაკო სკოლა გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს დაესწრო ცნობილი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ქალაქის ხელმძღვანელები და მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია. “დღესდღეობით, საჭადრაკო სახლი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტებს. ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნორჩ მოჭადრაკეებს თუ მოზარდებს ექნებათ, იმის შესაძლებლობა, რომ თანამედროვე საჭადრაკო სახლში მიიღონ განათლება. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კიდევ, ძალიან ბევრ ღირსეულ მოჭადრაკეს გაუზრდის საქართველოს. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავიტანთ ჩვენი მუნიციპალიტეტის, ქვეყნის ღირსებას საქართველოს ფარგლებს შორის”. უთხრა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ჟურნალისტებს.

პროექტის ღირებულება შეადგენს 9 ათას ლარზე მეტს.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!