- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “10 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი”, არსებული საფუძვლის გამაგრების (სტაბილიზაციის) და რეციკლირების სამუშაოებს განახორციელებს, რაც გამოიწვევს გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას აფაქიძის და კ. გამსახურდიას ქუჩების კვეთასა და წითელი ჯვრისა და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე.
თანდართულ რუკაზე მოცემულია მოძრაობის მიმართულებები”.-ნათქვამია განცხადებაში.