- მედიის ინფორმაციით, ზუგდიდში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ავტომანქანის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა სამართალდამცველებმა გააუვნებელყვეს.
მომხდარზე დაკავებულია ორი პირი.
შსს-ს ინფორმაციით, ისინი სისხლის სამართლის 236-ე მუხლის, მესამე და მეოთხე ნაწილებით არიან დაკავებულები, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლასწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, დამზადებას, გადაზიდვა, გადაგზავნას გულისხმობს.