ზუგდიდში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა


  •  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ავტობუსში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან, ასევე, დაცული იქნება დისტანცია. მთავარი სიახლე, რაც მგზავრებს ავტობუსებში დახვდებათ გადახდის ელექტრონული სისტემაა.
 შეღავათით ისარგებლებენ: მოსწავლეები, სტუდენტები, უფასო სასადილოს ბენეფიციარები, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, საპატიო ზუგდიდელები. ზუგდიდის ავტოპარკი 20 ხალი ავტობუსით განახლდა, ხოლო უახლოეს დღეებში დამატებით 5 ავტობუსი დაემატება. აღნიშნული ავტობუსები მოემსახურებიან, როგორც ქალაქის მოსახლეობას, აგრეთვე ადმინისტრაციულ ერთეულებსაც.
მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა. მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსდა ხუთი სენსორული მონიტორი, რომელის საშუალებითაც მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას როგორც ავტობუსების განრიგის შესახებ, ისე მუნიციპალურ პროექტებზე.
რუხში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს. 2020 წელს, 25 ახალი ავტობუსის შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!