დღეს, საღამოს 18.30-ზე ზუგდიდში, “სკეით პარკში” მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, საჯარო მოხელეები, მოქალაქეები. განათების ცერემონიალზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა სიმღერა კირიალესა შეასრულეს.ზუგდიდის მერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 31 დეკემბერს 22.00 საათზე დაიწყება საახალწლო კონცერტი და ზუგდიდელები ერთად შეხვდებიან ახალ 2018 წელს. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=P5zj5RlRB6o[/embedyt]