ზუგდიდში მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს


  • 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნება. ამ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ტრადიციულად, ომის ვეტერანებს საჩუქრად ფულად თანხას 500 ლარს, ხოლო ზურგის მუშაკებს 200-200 ლარს გადასცემს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ დღესთან დაკავშირებით ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინით შეამკეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ten − 10 =

Akismet ანტისპამი