ზუგდიდში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 504 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 13 დადებითი პასუხია.
აქედან 8 შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდს, მათ შორის 2 არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ხოლო 6-ზე ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. 1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მოქალაქე ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში, 2 ტრაილერის მძღოლია, მათგან ერთი ქვემო წალკაში მცხოვრებია, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 212 მოქალაქეს.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 64 კოვიდ პაციენტი, აქედან 18 -ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 31 კოვიდ პაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, ყველა ზუგდიდის მცხოვრებია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 110 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!