მსოფლიოში ბოლო ორი დღეა კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება


  • მსოფლიოში ბოლო ორი დღეა კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში ვირუსით 350 766 პაციენტი დაინფიცირდა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება.

8 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ით 338 799 პაციენტი დაინფიცირდა, მათ შორის, ინდოეთში 70 496, აშშ-ში კი 52 458 შემთხვევა გამოვლინდა.

მთლიანობაში, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობა 37 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონ 70 ათასს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × one =

Akismet ანტისპამი