ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართება


  • 8-9 ოქტემბერს, ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.ფესტივალს ტრადიციულად ორი მიმართულება ექნება ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი.

ფესტივალის ნაწილის მონაწილეები იქნებიან: პაატა შამუგია, გიორგი კეკელიძე, გიორგი ბუნდოვანი, ზაურ გერგედავა, დალილა გოგია, გელა ჩქვანავა, დათო ლოგუა, გაგა ნახუცრიშვილი, ქეთი გზირიშვილი, ერეკლე დეისაძე, გვანცა ჯობავა, ნესტან ნენე კვინიკაძე, თორნიკე სიბაშვილი, ზეინაბ სარია, ედემ კვირტია და ნათია ალშიბაია.

საფესტივალო დღეების დასკვნითი, მუსიკალური ნაწილის მასპინძლები იქნებიან ერეკლე დეისაძე და ნათია ალშიბაია.

ფესტივალის ორგანიზატორები გახლავთ: ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.

იხილეთ ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ F5-ს პროგრამა.

 8 ოქტომბერი

 ლიტერატურული პროგრამა:

17:00 საათი: ყოველდღიურ რუტინაში ჩაკარგული ჩვენი დიდი გრძნობები (რომანი და დოკუმენტური პროზა), საუბარი ნესტან ნენე კვინიკაძესთან, მოდერატორი: გვანცა ჯობავა;

 17:30 საათი: პოეზიის თარგმნის სიძნელეები – შეხვედრა დალილა გოგიასთან, მოდერატორი გიორგი შონია;

18:00 საათი: ახალი ხმები ქართულ პოეზიაში, შეხვედრა ქეთი გზირიშვილთან და თორნიკე სიბაშვილთან, მოდერატორი: ნიკა ლაშხია;

18:30 საათი: ზაურ გერგედას ახალი წიგნის – „შეშლილობის გამოცდილება“ წარდგენა, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;

19:00 საათი: რას ნიშნავს „ჟანრული ლიტერატურა“, საუბარი ზაზა კოშკაძესთან, მოდერატორი: გიორგი შონია;

19:30 საათი: ჟურნალ “ებგურის” წარდგენა. წარმდგენი: ზეინაბ სარია

 მუსიკა: ნათია ალშიბაია

9 ოქტომბერი:

17:00 საათი: წიგნიერებისთვის. გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია.

 17:30 საათი: ომში ყოფნა და ომზე წერა – გელა ჩქვანავას მოთხრობები და რომანები, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;

18:00 საათი: „არგადარჩენა“ შამუგიას რეცეპტით – შეხვედრა პაატა შამუგიასთან, მოდერატორი: გიორგი შონია;

18:30 საათი: როგორ ვწერდით 90-იანებში – გიორგი ბუნდოვანი და გაგა ნახუცრიშვილი, მოდერატორი: ნიკა ლაშხია;

19:00 საათი: ანტისაბჭოთა მოძრაობა 60-იანი წლების ზუგდიდში და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის – საუბარი ედემ კვირტიასთან, მოდერატორი: დათო ლოგუა;

 19:30 საათი: კულტურის დეცენტრალიზაცია, სპიკერები: ივა ფეზუაშვილი, პაატა შამუგია, ერეკლე დეისაძე, ნიკა ლაშხია, ზვიად კვარაცხელია და გიორგი შონია

მუსიკა: ერეკლე დეისაძე

 ღონისძიება 8-9 ოქტომბერს კაფე თამთინში ( ყოფილი Art house)-ში გაიმართება,

დასწრება თავისუფალია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!