“ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი” ევროპულ ისტორიული ბაღების მარშრუტის ასოციაციის წევრად აირჩიეს


  • ბუდაპეშტში, “ისტორიული ბაღების ევროპული მარშრუტის“ მეხუთე წლიური ფორუმი ჩატარდა, რომელსაც პარტნიორმა ორგანიზაციამ – უნგრული ბაღების მემკვიდრეობის ფონდმა უმასპინძლა.

“ბოტანიკური ბაღის” ადმინისტრაციის ინფორმაციით, გენერალურ სესიას 13 ქვეყნის 70 მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრის მთავარი ნაწილი ეძღვნებოდა ისტორიულ ბაღებსა და ლიტერატურას, ხოლო მეორე ნაწილში კი ისტორიული ბაღების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები, ბაღების მართვასთან დაკავშირებით.

ღონისძიებას, ოფიციალური მიწვევით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ა(ა)იპ “ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის” დირექტორი შალვა აგუმავა ესწრებოდნენ.

ა(ა)იპ “ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი“, ინდივიდუალურად, ევროპულ ისტორიული ბაღების მარშრუტების ასოციაციის წევრად იქნა არჩეული.

ახალ პარტნიორებთან ერთად, ევროპული ისტორიული ბაღები მთლიანობაში ითვლის 27 წევრს, რომლებიც წარმოდგენილია ათი ევროპული ქვეყნის 41 ბაღით.

ფორუმი ოფიციალური შეხვედრების გარდა მოიცავდა შემეცნებითი ხასიათის აქტივობებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!