ზუგდიდში ვაქცინაციის კიდევ ერთი კაბინეტი იხსნება


  • ზუგდიდში, ვაქცინაციის კიდევ ერთი კაბინეტი გაიხსნება, სადაც აცრის ჩატარება ონლაინ რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი.

ზუგდიდის მერიის ინფორმაცით, 16 აგვისტოდან, ზუგდიდში, რუსთაველის N89 – ში (ყოფილი იმპექსის შენობა) გაიხსნება ვაქცინაციის ცენტრი.

მოქალაქეებს, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ იმუნიზაცია.

იმუნიზაციის ახალ კაბინეტში აცრა შესაძლებელი იქნება “სინოფარმის” და “სინოვაკის” ვაქცინებით.

ცენტრი აღჭურვილი იქნება იმუნიზაციისთვის არსებული ყველა საჭირო და სავალდებულო მოთხოვნით. ვაქცინაციის პროცესში ჩართულნი იქნებიან სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო ჯგუფი. 

ამ ეტაპზე ზუგდიდში, ვაქცინაცია მიმდინარეობს “ევექსის” ჰოსპიტალში, “ევექსის” ამბულატორიაში და რუხის კლინიკაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!