- ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 21 მარტს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს, როგორც მსხვილი ასევე, ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეები. ჯამში, 20-მდე კომპანია, 50-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს.
„ფორუმის მიზანია სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა მიეცეთ, ერთიან სივრცეში რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელს პირისპირ შეხვდნენ და მათთვის სასურველი ვაკანსია შეარჩიონ. ზუგდიდის დასაქმების ფორუმი „ტექნოპარკში“ შენობაში გაიმართება. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს 14:00 საათიდან შეხვდებიან.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს მუდმივად ატარებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სამსახურის პოვნის შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს, უკვე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმების ფორუმების ჩატარება, მათ შორის, ტურიზმის სექტორისთვის აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.