ზუგდიდში დაიწყო სკრინინგი ტემპერატურით მიმდინარე მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების გამოსავლენად


  • ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყო აქტიური ეპიდზედამხედველობა – ტემპერატურით მიმდინარე მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების გამოსავლენად.

მათივე ინფორმაციით, სკრინინგი დაიწყო იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მოხდა COVID 19- ის დადასტურება. სკრინინგი პერმანენტულად გაგრძელდება მთლიანად მუნიციპალიტეტში. პროცესი მიმდინარეობს კარდაკარის პრინციპით  და მასში ჩაერთვება ოჯახის თითოეული წევრი.

“პროცესში ჩართულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოჯახის ექიმები და შსს საპატრულო პოლიცია.
აქტიური ზედამხედველობით გამოვლენილი შემთხვევები რეფერირებული იქნება სამედიცინო დაწესებულებებში.”-ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარი

  1. Marine

    Droulia da gansakutrebit sachiroa devnilts kompaqtur chasaxlebebshi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!