ზუგდიდში, გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება. “31 მარტს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი უსრულდება. ჩემი თაოსნობით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელმაც იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის აღსანიშნავად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები. საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით, გამოსცემს მარკას, განათლების სამინისტრო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც გაიცემა ყოველწლოურად 31 მარტს. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი და ამავე დროს, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.”–განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!