“ჩვენი მშობლები ჩვენთან”


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი”, პროექტის “ჩვენი მშობლები ჩვენთან“ფარგლებში, გამართა შემოქმედებითი საღამო: “ნანო ქოქოსაძე და ირმა გეგეჭკორი–დედა-შვილის გამხელილი სტრიქონები”. მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ, “სარკმელელმა” ნანო ქოქოსაძემ და დედამ, პროფესიით აგრონომმა ირმა გეგეჭკორმა, ახალგაზრდებს გააცნეს თავიანთი შემოქმედება. ქალბატონმა ირმამ, უბის წიგნაკში, სტუდენტობისდროინდელი ჩანაწერები გადაფურცლა, მას ცნობილი მწერლების მისთვის საყვარელი ლექსებიც დაურთო და გულწრფელად მიესიყვარულა თავისი ქალიშვილის “სარკმელელ” მეგობრებს. თან მზაობა გამოთქვა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებს ამ პროექტის ფარგლებში, ნორჩ ჟურნალისტებთან. ნანო ქაქოსაძეც ლაღად გრძნობდა თავს დედიკოს გვერდით. ის, თავისი შემოქმედებიდან წაკითხული ლექსების ისტორიასაც დაწვრილებით უყვებოდა მეგობრებს. პროექტით “ჩვენი მშობლები ჩვენთან”, ჟურნალისტთა კლუბმა დაამკვიდრა ახალი ტრადიცია, ხშირად მოიწვიოს ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე შეყვარებული ახალგაზრდები მშობლებთან ერთად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!