ზუგდიდში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა


  • საბავშვო ბაღი ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელ უბანში გაიხსნა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს, პროექტის ,,ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.

ბაღის საზეიმოდ გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია, მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, უბნის მაჟორიტარი დეპუტატი, თაზო ფაცაცია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორთან, ხათუნა თოლორაიასთან, ცენტრის თანამშრომლებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია: “ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი საბავშვო ბაღი გავხსენით. მით უმეტეს, დევნილთ ჩასახლებაში. საბაშვო ბაღი, რომელიც თნამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა, 100-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. სასიხარულოა, რომ ბაღში აფხაზეთიდან დევნილი პირები არიან დასაქმებული. მადლობას ვუხდი არასამთვრობო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ამ საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!