ზუგდიდში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გამართა.

ფორუმის მიზანია რეგიონში ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდული შესაძლებლობების გაზიარება, როგორც მუნიციპალურ, ასევე ქვეყნის მასშტაბით.

ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მათ მიერ წარმატებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

ასევე, მოეწყო პანელური სესია. პანელურ სესიაში მონაწილეობდნენ: ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია, საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პრეზიდენტი ილარიონ ფიფია.

კონსტანტინე კაკავამ ახალგაზრდული მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელიც მათ აქვთ ადგილობრივ დონეზე. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მდგრადი ახალგაზრდული პოლიტიკით. ამის საფუძველია სწორედ სექტორული პლატფორმების შექმნა, როგორიცაა ეს კონკრეტული ფორუმი. გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა პლატფორმით ვთანამშრომლობთ როგორც სამოქალაქო სექტორთან, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებთან. საბოლოო ჯამში, ამ რესურსების გაერთიანებით შევქმენით ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო, მიმზიდველი აქტივობები, ღონისძიებები“ – აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები 2024 წელს აუცილებლად აისახება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების საქმიანობებში.

ფორუმის დასასრულს ახალგაზრდებს დაეთმოთ თავისუფალი სივრცე, სადაც ისაუბრეს არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ასევე, შეიმუშავეს რეკომენდაციები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!