ზუგდიდის მერია კონკურსს აცხადებს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ზუგდიდის შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, კონკურსს აცხადებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისმა კომისიამ მიიღო.

კონკურსი ითვალისწინებს ორ მიმართულებას:

  •  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეწვისა და გასტრონომიის სექტორის ხელშეწყობა.

მიმართულების  საკონკურსო ბიუჯეტი: 42 492 ლარი;

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

მიმართულების  საკონკურსო ბიუჯეტი: 42 492  ლარი;

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 28 დეკემბრიდან 2024 წლის 27 იანვრამდე მატერიალური სახით მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – zugdidismeria@gmail.com ელექტრონული დოკუმენტის სახით.

დამატებითი ინფორმაცია და ფორმულარები, იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

კონკურსის დებულება: https://shorturl.at/ejBUX

კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://shorturl.at/awBP0

დანართი N1 – განცხადების ფორმა: https://shorturl.at/opuV0

დანართი N2 – საპროექტო განაცხადი: https://shorturl.at/EQRT2

დანართი N3 – დაზუსტებული ინფორმაცია: https://shorturl.at/ryPRV

დანართი N4 – შესრულების ანგარიში: https://shorturl.at/hrsH1


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!