ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი ნეოფარმი დააყაჩაღეს. თვითმხილველები აცხადებენ, შემოსული იყო ნიღბიანი პიროვნება, ცეცხლსასროლი იარაღით ხელში, რომელმაც მუქარითა და სიტყვიერი დაშინებით მოახერხა სალაროდან ფულის აღება და გაქცევა.
აფთიაქში ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.