“ზუგდიდობა” 79 წლის ბებიის საპროტესტო აქცის ფონზე


79 წლის ციალა ჯოჯუა უკვე მეოთხე დღეა მერიის წინ საპროტესტო აქციას განაგრძობს. როგორც მისი ქალიშვილი ლალი ცირდავა ამბობს, გუშინ, მასთან იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სთხოვეს აქციის შეწყვეტა, მაგრამ მისი თქმით, უკვე არაერთგზის მოტყუებულები არიან დაპირებებით და არ დატოვებენ ამ ადგილს მანამ,  სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. გარკვეული პერიოდი იშიმშილა კიდეც. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მისი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა. მოგვიანებით, მან ისევ დაიწყო შიმშილობა მერიის წინ, მაშინაც შეპირებებით დააბრუნეს შინ. ეს უკვე ციალა ჯოჯუას რიგით მესამე საპროტესო აქციაა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!