- ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის შიდა სახელმწიფოებრივი გზის 43 -ე კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი ორივე მიმართულებით გახსნილია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვათაცვენის გამო, ჩამოშლილი გზის სავალის ნაწილის ერთი მონაკვეთის გამხსნა, იმავე, დღეს 6 დეკემბერსვე, გახდა შესახლებელი დღეს, კი გზის სავალი ნაწილის მეორე მხარის გახსნაც გახდა შესაძლებელი.
გზის მეორე ნაწილზე ჩამოწოლილი ქვის დიდი ლოდისგან გზის გასუფთავება ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მოხერხდა. ადგილზე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებდნენ. ადგილზე იმყოფებოდბენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები.