შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ამერიკელი ექსპერტები სტუმრობდნენ


  • საქართველოში აშშ-ის საელჩოს ადმინისტრირებული და WorldChicago-ს ორგანიზებული მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობენ ამერიკელი ექსპერტები.

მედიაგანათლების პროგრამა MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) არის ყოველწლიური საგრანტო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აშშ-ის საელჩო. პროგრამის მიზანია, საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერება და თანამედროვე მედია სტანდარტების დანერგვა. პროექტი მოიცავს ორკვირიან სასწავლო ვიზიტს აშშ-ში და ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას და ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტს საქართველოში.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ,,მედიახელოვნების/ციფრული მედიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების პროცესში ფაკულტეტზე შექმნილი სამუშაო ჯუფის მხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარებით რეკომენდაციების გაწევა. ვიზიტის ფარგლებში შეიქმნა კურიკულუმის სტრუქტურა, მოხდა პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება. აღნიშნული აქტივობა დაგეგმილია ფაკულტეტის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმით და ორიენტირებულია სააკრედიტაციო მიზნებისთვის. პროგრამის შემუშავება და განხორციელება ეფუძნება ბაზრის კვლევებსა და რეგიონის მოთხოვნებს, თანამედროვე მედიის გამოწვევებს.

ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პროგრამისთვის გამოყოფილი შესაბამისი ლაბორატორია.

ლორა ტრენდლ-პოლუსმა – (TV-10-ის დირექტორი, კომუნიკაციის სკოლა, ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჩაატარეს საჯარო ლექციები პროფესორთა და სტუდენტთათვის:

1. მედიაეთიკის საკითხებზე.

2. სტუდენტების მიერ მართული მცირე სატელევიზიო/რადიო სტუდიის დიზაინსა და ოპერირებაზე.

ვიზიტით იმყოფებოდნენ:

პეგი პატერსონი – პროექტის ხელმძღვანელი

დენის მეტსონი – პროგრამის დირექტორი, World Chicago

სტივენ კ. ჰანტი – ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კომუნიკაციის სკოლის დირექტორი

ლორა ტრენდლ-პოლუსი – TV-10-ის დირექტორი, კომუნიკაციის სკოლა, ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნეიტ კარპენტერი – ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მიმართულების პროფესორი

სოფო ბზიშვილი – აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი,პროექტის ხელმძღვანელი

გიგი წიკლაური – აშშ-ის საელჩო, თარჯიმანი

პროექტის ფარგლებში გადამზადებულია უნივერსიტეტის პერსონალი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!