დღეს, “ზუგდიდასუფთავების” გუნდმა დაასუფთავა ქალაქისა და რაიონის ტერიტორიები. დილიდანვე სუფთავდებოდა ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მაგისტრალური ქუჩები, ბულვარი და ბოტანიკური ბაღი. სხვადასხვა ნარჩენებისაგან გაიწმინდა და დასუფთავდა ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლი. ასევე დასუფთავდა ხურჩის ცენტრალური ნაწილი. დასუფთავების აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ საჯარო მოხელეები. “zugdidelebi.ge” გთავაზობთ დღევანდელი დღის ამსახველ ფოტომასალას.