“ზუგდიდი თაიმსის”, საპროტესო აქცია


ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, “ზუგდიდი თაიმსმა”, საპროტესო აქცია გამართა დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ.

დღევანდელ აქციაზე, მოქალაქე მარიკა თოდუამ გვითხრა, რომ აქცია დაიგეგმა იმისთვის, რომ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას გააგებინონ,-რეკრეაციულ ზონა, რომელიც არის ხალხის საკუთრება, არ შეიძლება, ასე ხელაღებით, ერთპიროვნულად, მიიღონ გადაწყვეტილება და გახადონ კერძო საკუთრება. “m2-ს  აქ უნდა სასტუმროს მშენებლობა, რომელიც იქნება 120 ნომრიანი. როგორც ამბობენ, სამ სართულზე გათვლილი, ხომ წარმოგიდგენიათ მისი ფართობი. ეს დაიკავებს მთელ ამ ტერიტორიას, რომელიც არის ყველა თაობისათვის სასეირნო ადგილი. არაერთგზის მივმართეთ ასევე მერიას, საკრებულოს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე, მაგრამ არ იყო სერიოზული პასუხი. მას შემდეგ, როცა დავგეგმეთ აქცია, გამოვიდნენ კონტაქტზე და გვითხრეს, რომ საჯარო განხილვებს აპირებენ რამდენიმე დღეში. ჩვენ ვითხოვთ, გაგვცენ კონკრეტული პასუხი, დამოკიდებულება არის არასერიოზული, კონცეფცია შედგენილი აქვთ, პროექტი დაგეგმილი აქვთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია, მოქალაქეები ვიბრძვით, მაგრამ რა შედეგი გვექნება არ ვიცი, უბრალოდ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვიბრძოლებთ ბოლომდე.”

მოქალაქე, მაკა თოდუა ამბობს, რომ არის ისეთი რაღაცეები, რაც არ იყიდება, რაც ძალიან წმინდაა, რომელსაც ადევს ტაბუ. “ეს არის დადიანების მიწა-წყალი, ერთადერთი დასასვენებელი ადგილი, სადაც ბავშვობა გაგვიტარებია, რომელიც საუკუნეებია ცნობილია. m2 თუ ასე ზრუნავს ჩვენზე, შეუძლია თავისუფლად ააშენოს აფხაზეთის გზაზე, სადაც უნდათ სასტუმროები. ერთადერთი ადგილი დაგვიტოვონ ხალხს, იმას ნუ შეეხებიან, რისი შეხებაც არ შეიძლება. არის რაღაცა, რომელიც არის ხატივით წმინდა, ეს არის ჩვენი გული, ზუგდიდის გული. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ ხალხის აზრი, რომელსაც მოჰყავს მთავრობა სათავეში.”

აქციის მონაწილეებს უპასუხეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში. მერიის პრესამსახურმა გაავრცელა განცხადება. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს საკითხზე კონსენსუსის მიღწევა. ამიტომაც 19 თებერვალს ყინულის სახლის ტერიტორიაზე, სასტუმროს მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. სადაც აქციის მონაწილეებს, შეუძლიათ, მობრძანდენ და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები და ინიციატივები. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რა ჯობია ქალაქის განვითარებისთვის: იდგეს იქ ყინულის სახლი, რომლის შენახვაც ბიუჯეტს ყოველწლიურად 300 ათასი ლარი უჯდება, თუ გვინდა არსებულ ლანდშაფტში ჩასმული ბრენდული სასტუმრო, რომელიც დამატებით ეკონომიკურ ბენეფიტებს მოუტანს ჩვენს ქალაქს. მით უმეტეს ყინულის სახლის ტენტს 2 წელში საექსპლუატაციო ვადა გასდის და მისი აღდგენა 1 მილონ ლარზე მეტი დაუჯდება ბიუჯეტს. სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განიხილება არსებული ყინული სახლის გადატანა და მისი აწყობა ე.წ. სენდვიჩ პანელებით, რომელიც ჩაიდება საინვესტიციო ხელშეკრულებაში და ამ ხარჯებს მთლიანად სასტუმროს მშენებელი კომპანია გაიღებს”.-ნათქვამია განცახდებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!