- დღესაც, უკვე მეშვიდედ, გადაიდო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო. დღესაც სხდომაზე არ გამოცხადნენ „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის და “ხალხის ძალის“ წევრები.
მორიგი სხდომა ხვალ, პირველი საათისთვის არის დაანონსებული. საკითხი იგივე რჩება, საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე, მისი ორივე მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენება.