- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილედ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელი თეიმურაზ ბასილაია აირჩიეს.
თეიმურაზ ბასილაია ამ პოზიციაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” წარადგინა. კენჭისყრაში მონაწილეობა 24-მა დეპუტატმა მიიღო. წინააღმდეგი არცერთი მათგანი არ ყოფილა.