“ლურჯი ნაკადულის დღე” ზუგდიდში


  • 22 მარტს მთელი მსოფლიო აღნიშნავს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც საქართველოში ცნობილია, როგორც “ლურჯი ნაკადულის დღე”.

ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით მუნიციპლიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა მდინარეების, ნაკადულების, ღელეების, წყალსაწრეტი არხების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების სამუშაოები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ირაკლი ქოჩუამ, ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს მუშა-მოსამსახურეებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

როგორც ქალაქში ასევე 48 სასოფლო ტერიტორიულ ერთეულში, 17 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიწმინდა მდინარეების ჩხოუშის, სინწის, კუჩხობონის, ჯუმის, ენგურის, უმპიას, აგრეთვე სხვადასხვა ნაკადულების კალაპოტები და მათი მიმდებარე ტერიტორიები და ასევე ანაკლია-განმუხურის ზღვის სანაპირო ზოლი.

“მოსახლეობას მოგმართავთ თხოვნით : გავუფრთხილდეთ გარემოს. დავიცვათ სისუფთავე.გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა. სუფთა გარემო ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი მომავალი თაობებისთვის. ნაგავი მოვათავსოთ ნაგავშემკრებ კონტეინერებში.”-ნათქვამია “ზუგდიდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!