- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ სხდომა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით გახსნა.
საკრებულოს წევრებმა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში მაგიდაზე უკრაინის დროშა გადაფინეს და უკრაინის ეროვნული ჰიმნი ააჟღერეს.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს და სხდომა დატოვეს.
საკრებულოს სხდომა ოთხშაბათს, 9 მარტს, 14:00 საათზე, 2021 წლის 3 დეკემრის დღის წესრიგის შესაბამისად განახლდება.