ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა


  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა სოციალური ქსელით გაავრცელა და შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

“ახლახანს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ისტორიულ დოკუმენტს – ევროკავშირში უკრაინის წევრობაზე განაცხადს. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან სტეფანჩუკთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შმიგალთან ერთად. ასევე, ხელმოწერილია ერთობლივი განცხადება. დოკუმენტები უკვე ბრიუსელისკენ გზაშია“, – წერს პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

11 − eight =

Akismet ანტისპამი