- ამ წუთებში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან, “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
აქციია მონაწილეებს ხელთ უჭირავთ პლაკატები შემდეგი წარწერით: “პუტინის ტყვეს მიეცეს მკურნალობის უფლება”, “ქართული სასამართლო ბიძინას ბუტკაა,” “პუტინის პირადი პატიმარი”, “თავისუფლება მიშას!”.
“ჩვენ სასამართლოს წინ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ დღეს იმართება მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო სხდომა. ესეც არის იმ ინსტიტუციის ნაწილი, რომელსაც საბოლოოდ დაეპატრონა და თავის ჯიბეში ჩაიდო ბიძინა ივანიშვილმა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, საქართველოს სასამართლო იმართება პირდაპირ ხელისუფლებისგან. ეს არის ერთგვარი კლანი და მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი არის კორუფცია, რომელშიც ჩარეული არიან სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოები. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ღირსეულ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ან მისი გადაყვანა იმ ქვეყანაში, რომელსაც ითხოვს უკრაინა და მისი ღირსეული მკურნალობის უფლებას. როგორც გვეუბნებიან, მიხეილ სააკაშვილი არის ავად და სჭირდებბა მკურნალობა, რომელიც შესაფერისი იქნება მისთვის”.-განუცხადა ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა მაია კალანდიამ.
ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება.