- ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ, სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ სოციალურ ქსლეში დაწერა:
“პირველი სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა! სულ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ შიდა სასკოლო გადაცემის ფაქტი არ არსებობს. მოსწავლე მშობლისგან დაინფიცირდა, მასწავლებელიც მეზობლის კლასტერია. მათ სკოლასთან დაინფიცირების შემდგომ არ ჰქონიათ შეხება. რაც დასტურდება მათი ინფიცირებულთან კონტაქტის დროის დადგენით. ამისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ სკოლაში გადაცემა არ ყოფილა. სიფრთხილის და მეტი დაცულობის გამო გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. გაუფრთხილდით ბავშვებს, ოჯახის წევრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!!!”- წერს ნინო გოგინავა.