საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა-განათლების სამინისტრო


  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა.

” სტატისტიკური მონაცემებით, ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია როგორც მოსწავლეებში, ასევე, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებში. კერძოდ, 22-28 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი. რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 129. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. მკაცრად დაცული რეგულაციები, სამინისტროს მხრიდან მუდმივი მონიტორინგი, სკოლების მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილე, პედაგოგთა მუდმივი ტესტირება და ვაქცინაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება”.-ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!