- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ქართულ ოცნებას”.
საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი კანდიდატი ბესიკ გაბუნია აირჩიეს.
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაია გაწერელია აირჩია.
ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი სორდია გახდა.
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარიამ ახალაია აირჩიეს.
იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე კი, ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” წევრი ბელა მოსია გახდა.