ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ლაშა გოგია საკრებულოს თავმჯდომარემ  მაიზერ ნანავამ შეცვალა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად  უყარეს  კენჭი.

 „ როგორც იცით ბატონი მაიზერი პირველივე დღიდან ჩართულია ამ პროცესებში და იცნობს ამ სფეროს. ბატონი ლაშა მძიმე სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარ,ე ვერ ახერხებს უხელმძღვანელოს კომისიას.’’- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა ადეიშვილმა.