ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეიქმნება საგანგებო შტაბები


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის ინფორმაციით, აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქის ხუთივე ზონაში შეიქმნება საგანგებო შტაბები, რომლებსაც უხელმძღვანელებენ “ენმ” მაჟორიტარობის კანდიდატები.

ანა წითლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საგანგებო შტაბი დაიწყებს ზარალის აღრიცხვას და ეცდებიან 30 დღიან ვადაში შეივსოს სააღრიცხო ბლანკები, ამის შემდეგ, ხელისუფლებას მისცემენ ერთ კვირიან ვადას კონკრეტული პასუხის გასაცემად. „ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება დახმარება. ჩვენ დავეხმარებით, რომ სოფლებში ზარალის სრული აღრიცხვა მოხდეს და შემდეგ უკვე გადავცემთ ადგილობრივ ხელისუფლებას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს“.  ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მათ აქტივისტებს ექნებათ სააღრიცხვო ბლანკი. ბლანკზე მითითებული იქნება პირადი  ინფორმაცია, კომლის მიხედვით მოხდება ზარალის აღრიცხვა. „ჩვენს აქტივისტებს შესაძლებლობა ექნებათ მოსახლეობა დაიარონ კარდაკარ და შეავსებინონ ეს ფორმები, ჩვენ მოვუწოდებთ ასევე ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ძალიან მნიშვნელოვბანია ერთობლივი ძალებით მოხდეს ზარალის დათვლა. ჩვენ ერთ კვირიან ვადას ვაძლევთ ხელისუფლებას  კონკრეტული ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ, სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაიწყება კარვების აქცია”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=JLJXi4yETeA[/embedyt]

წითლიძემ დღევანდელ შეხვედრაზე გამოეხმაურა მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას განცხადებას აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით: „ ჩვენ მივესალმებით მათ განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაგვიანებული განცხადებაა ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ეს განცხადება მაინც კარგია“.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!