საიას წინასაარჩევნო შეხვედრა პოლიტიკურ სუბიექტებთან


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში გაიმართა შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთნ და მერობის კანდიდატებთან. შეხვედრის დასაწყისში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა ირმა პავლიაშვილმა ისაუბრა საარჩევნო პრევენციაზე, საარჩევნო დავებზე, ინკლუზიურ საარჩევნო გარემოზე. ირმა პავლიაშვილი დაინტერესდა რამდენად სამართლიანია, თანასწორია საარჩევნო გარემო პოლიტიკური პარტიებისთვის და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის. შეხვედრაზე, ქალქის მერობის კანდიდატებიდან, მხოლოდ იმყოფებოდა დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა. მისმა იურისტმა კესო ჩხიკვაძემ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი საარჩევო ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით არათანაბარ მდგომარეობაშია. „ჩვენ ვთხოვთ საიას ერთგვარ შუამდგომლობას ცეესკოსთან, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს დამოუკიდებელ კანდიდატზე ნომრის მინიჭება, რათა თანაბარ მდგომარეობაში იყოს. ჩვენ დავუკავშირდით ცესკო-ს, ასევე ოლქს. როგორც წავიკითხე, ცესკო-ს ბოლო განცხადება, ეს იქნება უახლოეს დღეებში. მაგრამ ცოტა ბუნდოვანი განცხადებაა და ვფიქრობ, ძალიან დაგვიანებულიც არის. თუ ეს მოხდება უახლოეს დღეებში, ხვალ-ზეგ, ძალიან კარგი, მეტ-ნაკლებად გამოასწორებს სიტუაციას. მაგრამ ვფიქრობ, რომ მდგომარეობა მაინც არათანაბარია“.

„შენების მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მაია ღურწკაიამ გაიხსენა 2016 წლის არჩევნები. მისი თქმით, პირდაპირ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი. მისი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გაშვებული არიან ზოგი შვებულებით, უფრო მეტად სოფლის საარჩევნო უბნებზე სამუშაოდ კოორდინატორებად, ასევე დავალება აქვს მიღებული დევნილთა წარმომადგენლობის თანამშრომლებს, რომ მათ აუცილებლად მხარი უნდა დაუჭირონ მამუკა ყურაშილს, რომელიც გახლავთ სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ერთ-ერთ უბანში. მისი თქმით, მსგავსი ფაქტებისგან დაზღვეულები არ იქნებიან, მაგრამ საჭიროა საკითხთან დაკავშირებით თუ იქნება კომლექსური მიდგომა და პროტესტი, საზოგადოებრივი სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების.

დღევანდელ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ მერობის არც მმართველი პარტიის კანდიდატი, არც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი და არც “ევროპული საქართველოს” კანდიდატი.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!