ზუგდიდის მუნიციპალიტეტს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი  სტუმრობს


  • ვიზიტის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი,  პოლიტიკის და ეკონომიკის ატაშე  ბიუნ სენგვუ,  ადმინისტრაციული ასისტენტი და  ელჩის თანაშემწე ცირა შონია დღეს მუნიციპალიტეტის მერს მამუკა წოწერიას, მერის პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავასა და მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს იდა ქვარაიას შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთანამშრომლობის გზები განიხილეს.

მამუკა წოწერიამ სტუმრებს მობრძანებისთვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა  ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

დღის განმავლობაში, კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან და მერის პირველ  მოადგილესთან ერთად,  სხვადასხვა ლოკაციას ესტუმრებიან, მათ შორის ენგურის ხიდს, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!