„ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში არსებული საჯარო სკოლების მდგომარეობა“- საიას მესამე ქსელური შეხვედრა


დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეფექტური თვითმართველობებისათვის“ მესამე  ქსელური შეხვედრა გაიმართა,  საუბრის თემა იყო „ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში არსებული  საჯარო სკოლების მდგომარეობა“.

ინფრასტრუქტურული პრობლემები, სამკითხველო ბიბლიოთეკების, სპორტდარბაზების და სველი წერტილების არ ქონა, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა, მოსწავლეთა ტრანსპორტირება და სოფლებში სკოლების არ არსებობა, ის ძირითადი პრობლემებია, რომლებიც პრეზენტატორებმა თავიანთ გამოსვლებში წარადგინეს.

კიროვის საბაზისო სკოლის წარმოამდგენელმა ხვიჩა შამათავამ აღნიშნა, რომ სკოლაში 300-მდე მოსწავლეა, სკოლას აწვიმს, კარ-ფანჯრები უვარგისია, იატაკი აცვენილია, მოუწესრიგებელია საპირფარეშო. სკოლას წყალი, ბიბლიოთეკა და ინტერნეტი არ აქვს. „სასწავლო პროცესის ჩატარება შეუძლებელია, მაგრამ მოსწავლეები და მასწავლებლები, გმირობის ფასად მაინც ახერხებენ სასწავლო პროცესის ჩატარებას”. ის მიმართავს შესაბამისი სამსახურების წარმოამდგენლებს, მოაგვარონ სკოლაში არსებული მდგომარეობა.

საკლასო ოთახების ნაკლებობაზე, ფართის სიმცირეზე და კვების ბლოკის არ არსებობაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ჯუმის საჯარო სკოლის წარმოამდგენელმა ნატალია ჯიშკარიანმა. მისი თქმით, სკოლის პირველ სართულზე კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა, სკოლისთვის ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკა და ინტერნეტი, მაგრამ სკოლის მეორე სართულზე ცუდი პირობებია. იატაკი უვარგისია და ბათქაში ცვივა.  „ფართის სიმცირის გამო, სკოლის წინა შესასვლელი გაუქმებულია და უკანა შესასვლელით უწევს მოსწავლეებს ასვლა“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების უფროსმა ზაზა გაბისონიამ აღნიშნა, რომ  აღნიშნული პრობლემების ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინონ და ის გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის  ბიუჯეტში.

საიას ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა მარიამ გოროზიამ აღნიშნა, რომ სკოლის პრობლემები არის მწვავე და მრავალფეროვანი. “ინფრასტრუქტურულად შენობები არის ამორტიზირებული და აწვიმს. არის სკოლები სადაც კარგ მდგომარეობაში არიან , მაგრამ იქ გლობალური პრობლემები წარმოიშვა. როგორებიცაა: გათბობის საკითხი, ფსიქოლოგიისა და ექიმის არ ყოფნა სკოლაში”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pmXwICnItD0[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!