დღეს, 17:00 საათზე, ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია საახალწლო მიღებას მართავს. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ აცნობა “ზუგდიდელები.გე”-ს, საახალწლო მიღებაზე ალაფურშეტთან, მერი ეპატიჟება ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიულოცავს მათ დამდეგ ახალ წელს და გადასცემს სიმბოლურ საჩუქრებს.