საახალწლო სუფრა მაიმუნისთვის


“რადგან, 2016 წელი, აქტიური მაიმუნის წელიწაადია, ახალ წელს უნდა შეხვდეთ აქტიურად: ცეკვით, სიმღერით, იუმორით, ხმამაღალი სადღეგრძელოებით. ხმაურიან და თამაშის მოყვარულ წლის მბრძანებელს ეს ძალიან მოეწონება. კატეგორიულად გეკრძალებათ ახალი წლის ღამეს, დეპრესიის გამოვლენა. რაც მტად მხიარულად დახვდებით მაიმუნის წელიწადს, მით მეტად მოიპოვებთ მის კეთილგანწყობას. 2016 წლის რიცხვებია 2 და 9, აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ ახალი წლის ღამეს, 12 საათის დადგომამდე ათი წუთით ადრე, დაანთებთ ორ ან ცხრა ცალ წითელ სანთელს. მადლობა გადაუხადეთ გასულ წელს და ჩაუთქვით მის წინ მდგომს სურვილი. სანთელი უნდა ენთოს სანამ თავისით არ ჩაქრება. ყველაზე პოზიტიური ენერგიის სექტორი ბინაში, წელს იქნება თქვენი ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი და კარგი იქნება თუ ამ ადგილას მოათავსებთ ნაძვის ხეს და პატარა აკვარიუმს. ნაძვის ხე, უნდა მორთოთ წითელი, ოქროსფერი, შინდისფერი, ყვითელი ან ნარინჯისფერი სათამაშოებით და ფერადი გირლიანდებით. ასევე, ჩამოკიდეთ მასზე ცოცხალი ხილი-ფორთოხალი, მანდარინი, კივი და განსაკუთრებით არ დაგავიწყდეთ ბანანი, რომელიც მაიმუნს ძალიან უყვარს და მისი დანახვა გაახარებს. ნაძვის ხის ქვეშ მოათავსეთ მაიმუნის გამოსახულება და დეკორატიული წითელი სანთლები. ასე რომ, დაიხმარეთ კომპასი და იმ ადგილას დადგით და მორთეთ ნაძვის ხე, რომელიც მთელი წელი თქვენს წარმატებებზე იქნება ორიენტირებული. ასევე, მაიმუნის გამოსახულება დადგით სახლის შემოსასვლელი კარის, მოპირდაპირე მხარეს, რომ კარში შესულმა, პირველად მას შეხედოთ და ის შემოგეგებოთ.

რაც შეეხება თუ როგორ უნდა შევიმნოსოთ ახალი წლის ღამეს. კარგი იქნება თუ ახალი წელის ღამეს ჩაიცვამთ წითელ, შინდისფერ, ვარდისფერ და ცეცხლის სტიქიისდან გამომდინარე : ოქროსფერ, ყვითელ, ნარინჯისფერ ტანსაცმელს და ისე შეხვდებით დამდეგს. რაც შეეხება აქსესუარებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ფერის და ფორმის დეტალი. საახალწლო მაგიდაზე მეტად გამოიყენეთ ლითონის ატრიბუტიკა და ნაკეთობები, მაგალითად სანთლები მეტალის შანდლებში შეგიძლიათ მოათავსოთ და აანთოთ. საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა დადოთ წითელი, ყვითელი ან ოქროსფერი მაიმუნის სათამაშო, მის გვერდით კი აუცილებლად მოათავსოთ თხის სტატუეტკა, რადგან აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თხის წელი სრულდება 8 თებერვალს. საზეიმო სუფრაზე აუცილებლად უნდა ეწყოს ბანანი, რომელიც მაიმუნს ძალიან უყვარს, ასევე, ანანასი, მზესუმზირა, ავოკადო და სხვა ტროპიკული საკვები. ამასთანავე, უნდა იყოს წარმოდგენილი, ტრადიციული კერძები და სასმელები, მაგალითად, საცივი, ხაჭაპური, სხვადასხვა სალათები, ხორცეული, გოზინაყი, ღვინო, შამპანური, კოქტეილები და ასე შემდეგ. გაფრთხილებთ, რომ სპირტიანი სასმელები უნდა დადგათ მაგიდაზე დასავლეთის მხარეს, ცენტრალურ ნაწილში კი დადეთ ჩირი, თხილი, კაკალი და გოზინაყი, რადგან მაიმუნს ძალიან უყვარს თხილეული. მაიმუნს ძალიან უყვარს ტკბილეული, ამიტომ, ტრადიციული კერძების გვერიდთ, უნდა დადოთ მაგიდაზე ნამცხვრები, შოკოლადები და ასე შემდეგ.”

მასალა მომზადდა www.newposts.ge-ის მიხედვით


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!