ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაზგამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ღირებულებას დააფინანსებს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ განსაკუთრებით მძიმე სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 35001-ზე ნაკლები) ოჯახებისთვის გაზგამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ღირებულებას დააფინანსებს.

გიორგი შენგელიას თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც მძიმე სოციალური პირობები აქვთ და საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფას. “ჩვენი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და მათი ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია”-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
შესაბამის ხელშეკრულებას, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა მოაწერეს ხელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!