ზუგდიდის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის მემორანდუმი გაფორმდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი GIZ – ის პროექტის ” მდგრადი ქალაქები საქართველოში” ფარგლებში გაფორმდა, რომელიც გერმანიის თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია საქართველოს 3 მუნიციპალიტეტის – ზუგდიდის, ონის და ბათუმის – ხელშეწყობა კლიმატზე ორიენტირებული, ინოვაციური პროექტების შემუშავება ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვისა და საჯარო სივრცეების მიმართულებით.

როგორც მერმა აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში: დაფუძნდება დაინტერესებული მხარეებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი – ურბანული ლაბორატორია, რომელიც, შესაბამისი პროფესიონალების – ქალაქ გეგმარებების, ინჟინრების, ფინანსისტების, სოციოლოგებისა თუ კომუნიკაციის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებენ მაღალი ხარისხის ურბანულ პროექტებს და ფინანსურ დოკუმენტაციებს, მომავალში ინვესტიციების მოზიდვის ხელშესაწყობად. ასევე დაგეგმილია ქალაქ ზუგდიდის შერჩეული არეალისთვის უბნის ინტეგრირებული განვითარების გეგმის მომზადება.

ამასთან, ურბანული პროექტების შემუშავების პროცესს შეისწავლის ქართველ და გერმანელ მეცნიერთა კონსორციუმი, რომლებიც თავიანთი კვლევის საფუძველზე შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოში ეროვნულ დონეზე ურბანული მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.

პროექტის ფარგლებში შექმნილ ურბანულ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც GIZ-ის პროექტის გუნდთან თანამშრომლობით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროექტის სამოქმედო არეალსა და საპროექტო საქმიანობის მიმართულებებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!