ზუგდიდის მერიამ 2023 წელს 5000-ზე მეტ მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება გაუწია


  • ზუგდიდის  მერია მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებულ ჯანდაცვის პროგრამებს ახორციელებს, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა სახის სამედიცინო სერვისის დაფინანსებას ემსახურება.

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში გამართულ სხდომაზე, კომისიამ 2023 წელი შეაჯამა.

მიმდინარე წელს ჯანდაცვის კომისიამ 5000-მდე მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა.
მათ შორის, ძვირადღირებული მედიკამენტები, გამოკვლევები (მრტ, კტ, კორონაროგრაფია), ოპერაციის თანადაფინანსება, ბცდ/დაუნი /სხვა პარალიზური სინდრომი/ განვითარების ეტაპების დაყოვნება, აუტიზმი, სპეციფიკური მოვლის საშუალებები(ექსკრემენტის მიმღები კონტეინერი), სმენის აპარატი, პალიატიური მზრუნველობა, 18 წელს ზემოთ შშმ პირების სარეაბილიტაციო მკურნალობა, პეტ/კტ, იშვიათი დაავადებების (ცელიაკია/ფენილკეტონურია/ მუკოვისციდოზი) მქონე პირთა სპეციალიზირებული საკვების შესაძენი თანხით უზრუნველყოფა,
კოხრეალური იმპლანტის დამხმარე საშუალებები, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული  გამოვლენის ქვეპროგრამა , ძვირადღირებული თერაპიის საჭიროების მქონე ონკოლოგიური ავადმყოფების ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამა.

აღნიშნული მომსახურებისთვის 2023 წელს 1 600 000-ლარზე მეტი გაიხარჯა.

ასევე, ზუგდიდის მერიამ 2020 წლიდან, ფარისებრი კიბოს ადრეული გამოვლენის პროგრამა დაიწყო. დღემდე კვლევები ჩაუტარდა 25-დან 70-წლამდე მაღალი რისკის 4249 ქალს. გამოკვლევებიდან 50% – ზე მეტს აღმოაჩნდა სხვადასხვა სახის პათოლოგია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!