ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მოსულმა უხვმა ნალექმა, პრობლემები შექმნა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა, რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ტექნიკური მარილი.

გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და მერიის შესაბამისი სამსახურები.

ფოტო: ზუგდიდის მერია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × one =

Akismet ანტისპამი