- კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ “ზუგდიდელებთან” განაცხადა: “გუშინ, მეოთხე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა რამდენიმე პედაგოგს და მოსწავლეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, სკოლა დღეიდან, 7 დეკემბრიდან, 14 დეკემბრის ჩათვლით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მეოთხე საჯარო სკოლის გარდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არცერთი სკოლა არ იმყოფება დისტანციურ სწავლებაზე”.