- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ მედიასთან განცხადება გააკეთა.
“დღეისთვის, ბოქსირებულ განყოფილებაში წევს ორი პაციენტი დადასტურებული. ერთი მამაკაცი და მეორე ქალბატონი. მამაკაცის ჯანმრთელობის მადგომარეობა რჩება მძიმე, გართულებების გარეშე, ხოლო ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, საშუალო სიმძიმის. გუშინ, სასწრაფო დახმარების მიერ, იქნა შემოყვანილი საკარანტინო ზონიდან სამი პაციენტი ჩივილებით: ხველება, ცხელება. გაკეთდა კვლევები. გაიგზავნა მასალა კოვიდ 19-ის დიაგნოზტიკის მიზნით. დიაგნოზი არ დადასტურდა და პაციენტები დაუბრუნდნენ თავიანთი ლოკალიზაციის კერას, ანუ ისევ საკარანტინო ზონაში გადავიდნენ,”-განაცხადა დარახველიძემ.