- 10-11 სექტემბერს, 19:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 155-ე სეზონს სპექტაკლის პრემიერით გახსნის. მაყურებელს სცენაზე “ანა ფრანკის დღიურების” ნახვის შესაძლებლობა ექნება.
სპექტაკლი ზუგდიდისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციას წარმოადგენს და მასში მონაწილეობას ორივე დასის წარმომადგენლები მიიღებენ.